ის, რასაც ასე ელოდით სრულიად ახალი ინტერნეტბანკი იურიდიული პირებისათვის
რა არის ახალი
ბრაუზერები
ინტერნეტბანკით სარგებლობის სრული თავისუფლება უკვე ნებისმიერი ბრაუზერით
ავტორიზაციისა და ხელმოწერის სრულიად ახალი მიდგომა
ავტორიზაციისა და ხელმოწერის სრულიად ახალი მიდგომა
Digipass
დიჯიპასით

დიჯიპასით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში შეიყვანეთ:

  • მომხმარებლის სახელი;
  • პაროლი და
  • ერთჯერადი კოდი.

ერთჯერადი კოდის მისაღებად ჩართეთ დიჯიპასი – დააჭირეთ OK-ს, აკრიფეთ პინკოდი, ისევ დააჭირეთ OK-ს, შემდეგ კი “Login”-ს. ეკრანზე 6-ციფრა ერთჯერადი კოდი გამოჩნდება. მიღებული კოდი ავტორიზაციის ფანჯარაში შესაბამის ველში შეიყვანეთ და დააჭირეთ ღილაკ „ინტერნეტბანკში შესვლას“.

დიჯიპასით ხელმოწერა

დიჯიპასის ჩასართავად დააჭირეთ OK-ს, აკრიფეთ პინკოდი, ისევ დააჭირეთ OK-ს, შემდეგ “Sign”-ს, შეიყვანეთ ხელმოწერის ფანჯარაში გამოტანილი პირველი პარამეტრი, დაამოწმეთ OK-ით, შეიყვანეთ მეორე პარამეტრი, ესეც დაამოწმეთ OK-ით. ეკრანზე ერთჯერადი კოდი გამოჩნდება.

მიღებული კოდი ხელმოწერის ფანჯარაში შესაბამის ველში შეიყვანეთ, დააჭირეთ ღილაკ „ხელმოწერას“ და ხელმოწერის პროცესი დასრულდება.

Digipass
საიდუმლო გასაღებით

გასაღებით ავტორიზაცის გავლისა და ხელმოწერის შემთხვევაში „საიდუმლო გასაღების“ ველში დააჭირეთ ღილაკ „არჩევას“, მოძებნეთ გასაღების მისამართი (ანუ შესაბამისი საქაღალდე), მონიშნეთ ფაილი “secret.key” და დააჭირეთ “Open”-ს. პაროლის ველში კი თქვენი საიდუმლო გასაღების პაროლი შეიყვანეთ. დააჭირეთ შესაბამის ღილაკს, რის შემდეგაც გაივლით ავტორიზაციას/ხელს მოაწერთ.

Digipass
ID ბარათით

ID ბარათით ავტორიზაციისა და ხელმოწერის შემთხვევაში აუცილებელია იქონიოთ ID ბარათი, მისი პინკოდი და წამკითხველი მოწყობილობა.

„მომხმარებლის სახელის“ ველში ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი და დააჭირეთ „ინტერნეტბანკში შესვლას“/„ხელმოწერას“. თუ ღილაკებიანი წამკითხველი გექნებათ შეერთებული, პინკოდი – Card Reader-ში შეიყვანეთ, უღილაკოს შემთხვევაში კი – ეკრანზე.

მოირგეთ ინტერნეტბანკი ისე, როგორც საქმე მოითხოვს
ინტერნეტბანკში ავტორიზაციამდე შესაძლებლობა გეძლევათ წინასწარ სურვილისამებრ გაწეროთ უფლებები და განსაზღვროთ ხელმოწერის სტრუქტურა. ავტორიზაციის შემდეგ კი თქვენი ინტერნეტბანკი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც გჭირდებათ.
მოსახერხებელი სამუშაო გარემო და დიზაინი, რომელიც შეუძლებელს სცდება
ძირითად გვერდზე განთავსებულ „სწრაფ ბმულებში“ შეგიძლიათ განათავსოთ იმ გვერდების ბმულები და გადარიცხვის შაბლონები, რომელთაც ყველაზე ხშირად იყენებთ. საჭიროების შემთხვევაში კი ბმულებსა და შაბლონებს პრიორიტეტის მიხედვით დაალაგებთ.
  • თითოეული ანგარიშის მიხედვით ნახავთ ინფორმაციას მიმდინარე დღეს შესრულებული ოპერაციების შესახებ;
  • ინტერნეტბანკში შექმნილი დოკუმენტებისა და ხელმოწერის გვერდზე დოკუმენტების ველებს აირჩევთ და დაალაგებთ თქვენი სურვილისამებრ. ველების ზომის შეცვლასაც თქვენი სურვილის შესაბამისად მოახერხებთ. ასევე დოკუმენტებს ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით დაახარისხებთ;
  • შესაძლებელია პაკეტური გადარიცხვების ფაილში შემავალი დოკუმენტების ერთობლივი გაუქმება და ხელმოწერა, ასევე კონკრეტული დოკუმენტის რედაქტირება ან გაუქმება.
მონაცემების ექსპორტის
ახალი შესაძლებლობები
შეგიძლიათ დოკუმენტების, ანგარიშების, დეპოზიტების, კრედიტების ჩამონათვალის, კრედიტის გადახდისა და დაფარვის გრაფიკების ექსპორტირება Excel-ში ან PDF-ში.
მიმღებების ბაზის შექმნა/გამოყენება
თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გაწეროთ მიმღების ინფორმაცია და გადარიცხვის დროს ავტომატურად გამოიყენოთ: მიმღების ანგარიშები, RTGS/SWIFT საიდენტიფიკაციო კოდები, ასევე ინვოისი და კონტრაქტი.
პაკეტური მიდგომა

პაკეტური გადარიცხვის შემთხვევაში შეგიძლიათ ატვირთოთ 3 ტიპის ფაილი – ხელფასის, ეროვნული ვალუტის ან უცხოური ვალუტის გადარიცხვა.

ფაილის დამუშავების გვერდზე პაკეტში შემავალ დოკუმენტებს ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით დაახარისხებთ, ველების არჩევას, დალაგებას და ზომის შეცვლასაც თქვენი სურვილისამებრ შეძლებთ; გაფილტრავთ ან დაარედაქტირებთ ხარვეზიან დოკუმენტებს.

პაკეტში შემავალ დოკუმენტებს ერთობლივად გააუქმებთ ან ხელს მოაწერთ.

სახაზინო კოდების ავტომატიზაცია
სახაზინო კოდები და მათი აღწერა ცნობარშია განთავსებული. ხაზინაში გადარიცხვის დროს კი მათი ავტომატურად გამოყენებაა შესაძლებელი.
მეტი უსაფრთხოება

შიდა გადარიცხვის დროს თქვენ მიერ აკრეფილი მიმღები ი/პ-ის შემთხვევაში მოწმდება ბანკში IBAN-ის ანგარიშის მფლობელის დასახელებასთან, ფ/პ-ის შემთხვევაში კი – სახელთან და გვართან. შედარების შედეგად ნახავთ დამთხვევის %-ულ მაჩვენებელს.

ნებისმიერი დოკუმენტის შექმნის ან პაკეტური გადარიცხვის დროს დუბლირების დასადგენად მოწმდება ახალი დოკუმენტი ემთხვევა თუ არა უკვე შექმნილ რომელიმე დოკუმენტს. დოკუმენტების შედარებას თქვენ მიერ წინასწარ არჩეული ველების მიხედვით შეძლებთ.